Foto

რუსეთმა უკრაინაში ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში, 10 წლის განმავლობაში - ზალუჟნი

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში იმაზე ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომში, 10 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

ზალუჟნის თქმით, უკრაინამ 278 რუსული თვითმფრინავი გაანადგურა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დანაკარგი ავღანეთში 118 თვითმფრინავი იყო.

„სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს იმაზე ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომში 10 წლის განმავლობაში - 278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში, 118 საბჭოთა თვითმფრინავი ავღანეთში", - ამბობს ზალუჟნი. 

აღსანიშნავია, რომ 24 თებერვლიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 74 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

გარდა ამისა, 8 თვის განმავლობაში, სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად, 1400-ზე მეტი რუსი ოფიცერი დაიღუპა.