Foto

ჯაფარიძე ომბუდსმენობის კანდიდატებს - გეშინიათ გვარამიას თუ დაიცავთ, ნაცებს დაგიძახებენ, ასეა გატრუნული მთელი ქვეყანა

გეშინიათ გვარამიას თუ დაიცავთ, ნაცებს დაგიძახებენ? ასეა გატრუნული მთელი ქვეყანა, ასე იგებს ის ბრძენი კაცი. - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ომბუდსმენობის კანდიდატების მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, გვარამია იყო ვინც აცოცხლებდა ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, პრაქტიკულად ის ქმნიდა მნიშვნელოვანწილად ამ პარტიის დღის წესრიგს.

"გუშინ 3.5 წლით ციხეში ჩასვეს გვარამია
გვარამია იყო ერთერთი ყველაზე პოპულარული კრიტიკული არხის მფლობელი, მმართველი, ფინანსური უზრუნველჰყოფის გარანტი, პოლიტიკური თოქ შოუს წამყვანი
გვარამია იყო ვინც აცოცხლებდა ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, პრაქტიკულად ის ქმნიდა მნიშვნელოვანწილად ამ პარტიის დღის წესრიგს
მისი დაჭერის შემდეგ არხს აქვს უმძიმესი ფინანსური პრობლემები, იმ პარტიას კი მისივე ამომრჩეველი სანთლით ეძებს
დაიჭირეს იმიტომ რომ მეუღლეს ათხოვა კერძო კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა
არავის, არცერთ ჭკუათმყოფელს ოდნავადაც კი არ ეპარება ეჭვი რომ მისი ციხეში გაშვების მოტივი პოლიტიკურია
აშშ-ს საელჩომ დაწერა:
‘იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.’
დაემშვიდობეთ ევროპასო
ამ დროს ე.წ. პარლამენტში მიმდინარეობს ცირკი სახელწოდებით ‘ომბუდსმენის კანდიდატების მოსმენები’
ჰოდა ვეძებე და ვერ ვიპოვე ამ ‘კანდიდატების’ რეაქცია გვარამიას დაკავებაზე
ნუ, ვისაც ვცნობ სახელით და გვარით იმათი
სადმე მოვალეობის მოხდის მიზნით თუ თქვეს რამე არ ვიცი
მაგრამ არ იძებნება არაფერი
ბიძინას მსახურების ხმები გინდათ?
გეშინიათ გვარამიას თუ დაიცავთ და ქართულ მართლმსჯულებაზე რამე ცუდს იტყვით, ნაცებს დაგიძახებენ?
სადღაც გულის კუნჭულში მაინც გაქვთ იმედი რომ აგირჩევენ? რა იცი რა ხდება?
და რომ აგირჩევენ, მერე გამოიბამთ ტრაკს და დაიწყებთ ჩაგრულების დაცვას?
სადაც გავლენიანი ადამიანი დაუცველია, გავლენის არ მქონეთა უფლებები ბუნებაშიც არ არსებობს
დიაგნოზია რაც ხდება ჩემი აზრით
აი ეს არის დიაგნოზი იმისა რაც გვჭირს
ასეა გატრუნული მთელი ქვეყანა, რაღაც ინტერესის გამო
ასე იგებს ის ბრძენი კაცი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.