იკა გვარამიას უსამართლო პატიმრობა მისი დაუყონებლივ გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. - ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეველინ ფარკასმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაკკეინის ინსტიტუტი გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერას.
"ნიკა გვარამიას უსამართლო პატიმრობა მისი დაუყონებლივ გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. მაკკეინის ინსტიტუტი გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც აუცილებელია იმ დემოკრატიის ასაშენებლად, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press