უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 40 წლის გურგენ გაგნიძე დღეს, გამთენიისას საქართველოში ჩამოასვენეს.
გურგენ გაგნიძეს ზესტაფონში გადაასვენებენ და 8 ნოემბერს, სამხედრო პატივით, სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ქართველი მებრძოლი ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობის დროს, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში დაიღუპა. გაგნიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა და ოცმეთაური იყო.
რუსეთ-უკრაინის ომს 24 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press