ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. BBC-ის ცნობით, ტრამპმა აღნიშნული განცხადება აიოვას შტატში, კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ წარმატებული, უსაფრთხო და დიდებული, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ 2024 წელს ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებ“, - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლისას "რესპუბლიკელმა" ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ფართო საარჩევნო გაყალბების გამო დამარცხდა.
„მე ორჯერ ვიყარე კენჭი. ორჯერ გავიმარჯვე და მეორე კენჭისყრისას გაცილებით უკეთესი შედეგი ვაჩვენე. 2020 წელს 2016 წელთან შედარებით მილიონობით მეტი ხმა მივიღე", - განაცხადა ტრამპმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press