Foto

ოკუპანტებმა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე სამჯერ გააძლიერეს - ზალუჟნი

მტერმა სამჯერ გააძლიერა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ ევროპაში ნატო-ს ძალების მეთაურთან, კრისტოფერ კავოლისთან სატალეფონო საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ზალუჟნი Telegram-ზე წერს, კავოლის მიაწოდა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ფრონტზე ყოველდღიურად 80-მდე თავდასხმა ხორციელდება. 

"ფრონტზე არსებული ვითარება დაძაბულია, მაგრამ კონტროლირებადი. ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და ოსტატობის წყალობით, ჩვენ ვიცავთ თავს", - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური.

ზალუჟნი ყურადღებას რუსეთის მხრიდან დრონების გამოყენებასა და  სარაკეტო თავდასხმების შედეგად შექმნილ პრობლემებზეც ამახვილებს.

"ჩვენს პარტნიორებს ესმით უკრაინის რაკეტსაწინააღმდეგო და საზენიტო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობა და ამისთვის მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავენ", - ამბობს ზალუჟნი.