Foto

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკას ყველა მცხოვრები ევაკუირებულია

დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკადან, რომელსაც რუსი ოკუპანტები ყოველდღე ბომბავენ, ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. 

უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, ევაკუაცია "თეთრი ანგელოზის" დანაყოფის წყალობით განხორციელდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მეზობელ კრასნოგოროვკაში, რომელიც ასევე ყოველდღიურად იბომბება, 800 ადგილობრივი კვლავ რჩება.

"კრასნოგოროვკაში ერთ-ერთი რეისის დროს, სამართალდამცავებმა მძიმედ დაავადებული ქალის ევაკუაცია განახორციელეს. ასევე მოვახერხეთ დაჭრილი მამაკაცის და ხანდაზმული მკვიდრის გამოყვანა, რომლებმაც გადაწყვიტეს უსაფრთხო რეგიონში გამგზავრება", - ამბობენ უკრაინის ეროვნულ პოლიციაში.

ვიცე-პრემიერის, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში, მინისტრის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, დეოკუპირებული ტერიტორიებიდან უკვე 22 000 უკრაინელია ევაკუირებული.