ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, დაბალი მორალისა და ბრძოლისადმი უხალისობის გამო, სავარაუდოდ, "ბარიერის ჯარების" ან "ბლოკირების შენაერთების" განლაგება დაიწყეს.
როგორც დაზვერვის ყოველდღიურ განახლებაშია ნათქვამი, აღნიშნული შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს, უკან დახევის შემთხვევაში, დახვრეტით ემუქრებიან.
"შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს დახვრეტით ემუქრებიან, თუ ისინი უკან დაიხევენ. ამით ჯარისკაცებს აიძულებენ, შეტევითი ქმედებებზე გადავიდნენ", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ განახლებაში.
ბრიტანეთის დაზვერვა ასევე ამბობს, რომ რუს გენერლებს, სავარაუდოდ, სურდათ, რომ მეთაურებს დეზერტირების წინააღმდეგ იარაღი გამოეყენებინათ.
"ისეთი ქმედება, როგორიცაა დეზერტირებისთვის სროლა, სავარაუდოდ, რუსული ძალების დაბალ ხარისხსსა და უდისციპლინობას ადასტურებს", - ამბობს ბრიტანეთის დაზვერვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press