რუსმა ოკუპანტებმა ღამით მიკოლაევზე S-300 რაკეტებით იერიში მიიტანეს. მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კიმმა Telegram-ზე დაწერა, რომ დაბომბვის შედეგად საწყობი, საოფისე შენობა და მანქანები განადგურდა.
"3 ნოემბრის ღამეს, დაახლოებით, 23:30 საათზე, მტერმა მიკოლაივის ერთ-ერთ უბანს S-300 რაკეტები ესროლა. შედეგად განადგურდა საწყობი, ადმინისტრაციული შენობა და დაზიანდა იქვე მდგომი რამდენიმე ავტომობილი. ხანძარი გაჩნდა სხვა საწყობში, რომლის ლიკვიდაციაც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა მოახდინა", - განაცხადა კიმმა.
მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თქმით, 3 ნოემბერს მტერმა იერიში მიიტანა მიკოლაევის რაიონის პერვომაისკაიას თემის დასახლებაზეც ბაშტანის რეგიონში.
კიმის ინფორმაციით, გარდა ამისა, 3 ნოემბერს დაახლოებით, 14:30, ხოლო 4 ნოემბერს 04:45 საათზე შიროკოვსკაიას თემის დასახლებაც დაიბომბა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press