უკრაინა არასდროს დაუჩოქებს რუსეთს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
როგორც პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა, ყველას, ვინც უკრაინას ქვეყნის ნაწილის დათმობას სთავაზობს, უკრაინელი ხალხის ნება ავიწყდება.
"მორიგი "დიპლომატიური მოგვარების" გეგმის თითოეული ავტორი, რომელიც უკრაინას ქვეყნის ნაწილის დათმობას სთავაზობს, ავიწყდება ის დეტალი, რაც ამას შეუძლებელს ხდის. ეს დეტალი უკრაინელი ხალხის ნებაა. ნუ დაკარგავთ დროს ფანტაზიებზე. უკრაინა არასდროს დაუჩოქებს რუსეთს", - ამბობს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი მას რუსეთთან კომპრომისისკენ უბიძგებს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press