პოლარიზაციის შემცირება ზღაპარია, ილუზიებში ცხოვრებას არ ვაპირებ. - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაგფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით პოლარიზაციის მთავარი ხელშემწყობი არის ხელისუფლება და ეს მათ მთელი 10 წლის განმავლობაში აჩვენეს.
"დეპოლარიზაცია ამ მოცემულობაში შეუძლებელია, რადგან პოლარიზაციის მთავარი ხელშემწყობი არის ხელისუფლება და ეს მათ მთელი 10 წლის განმავლობაში აჩვენეს. მათ შორის იმით, რომ ისინი 5%-იან ბარიერს ინარჩუნებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ესეც იმას აჩვენებს, რომ მიზანმიმართულად მიდიან პოლარიზაციისკენ. ამიტომ, პოლარიზაციის შემცირება ზღაპარია, ილუზიებში ცხოვრებას არ ვაპირებ“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ,,სტრატეგია აღმაშენებელის", ,,გირჩი მეტი თავისუფლება" და ,,დროას" ლიდერები ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ და მათთან გაერთიანებისკენ სხვა პარტიებსაც მოუწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press