დღეს მოვისმენთ აშშ-დან უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განცხადებას. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ იცია, რომ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა უკრაინისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.
„ვფიქრობ, დღეს მე და თქვენ მოვისმენთ აშშ-დან უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განცხადებას. მას ხელს მოაწერს ბაიდენი, იქ გავიგებთ სასიხარულო ამბებს. ამის შესახებ ვიცი, მაგრამ დაველოდოთ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press