რუსებმა ქალაქი ზაპოროჟიე და ხარკოვის ოლქი დაბომბეს. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმას ზაპოროჟიეში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნმა, ანატოლი კურტევმა Telegram-ზე დაწერა, რომ რუსეთის იერიშის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა.
"ამ ღამეს რაშისტებმა ისევ მოუტანეს უბედურება ჩვენს ქალაქს. მტრის დაბომბვამ გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენობა და წინასწარი მონაცემებით, სამწუხაროდ, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა", - აცხადებს ანატოლი კურტევი.
რაც შეეხება ხარკოვის ოლქს, სადაც ოკუპანტებმა იერიში 3 რაიონზე მიიტანეს, ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში მტრის დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაშავების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press