ირანი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, ჩვენ ყოველდღიურად 10 ირანულ "შაჰიდ-136"-ს ვანადგურებთ, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის აღიარებას, რომ რუსეთს დრონები შეზღუდული რაოდენობით ომის დაწყებამდე მიაწოდა.
ზელენსკის განცხადებით, სიცრუესთან ერთად, თეირანი ირანელი ინსტრუქტორების მიერ რუსების მომზადების საკითხზე დუმს.
„იყო შეტყობინებები ირანიდან, ოფიციალური წარმომადგენლებისგან. მათ გადაწყვიტეს ეღიარებინათ, რომ აწვდიდნენ თვითმფრინავებს რუსული ტერორისთვის, მაგრამ ამ აღიარებაშიც იცრუეს. ჩვენ ყოველდღიურად ვაგდებთ სულ მცირე 10 ირანულ თვითმფრინავს და ირანის რეჟიმი აცხადებს, თითქოს ცოტა რაოდენობა გასცა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე. მხოლოდ გუშინ განადგურდა 11 "შაჰიდი".
ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ირანელი ინსტრუქტორები რუსებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას ასწავლიდნენ და თეირანი დუმს ამაზე. თუ ირანი განაგრძობს ტყუილს, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებს რუსეთისა და ირანის რეჟიმებს შორის ტერორისტული თანამშრომლობის გამოსაძიებლად", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტერორისტი და მისი თანამზრახველი დაუსჯელი არ დარჩება.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ, 5 ნოემბერს პირველად აღიარა, რომ ქვეყანამ რუსეთს დრონები მიაწოდა. ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის მტკიცებით, ტრანსფერი ომის დაწყებამდე განხორციელდა.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ ირანი უკრაინაში მეომარ მხარეებს იარაღს არ უგზავნიდა და ომის დასრულება სურდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press