ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ მოსახლეობის სრული ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
ევაკუაციის შემთხვევაში, უკრაინის დედაქალაქის დატოვება 3 მლნ მცხოვრებს მოუწევს.
BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს, რომ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრულ შეწყვეტას, მოსახლეობას მოუწოდებს, გააკეთონ საჭირო მარაგი, ან ქალაქის დროებით დატოვების შესაძლებლობა გამონახონ.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები: ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი იყოს სითბოს გარეშე, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების გარეშე და საერთოდ, რომ ყველა დავიხოცოთ", - აცხადებს კლიჩკო.
მერი არწმუნებს მოსახლეობას, რომ ხელისუფლება სხვადასხვა სცენარის მომზადებას ცდილობს.
ცნობისთვის, ენერგიის დაზოგვის მიზნით კიევში 6 ნოემბრიდან საათობრივი გათიშვაა დაწესებული.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press