ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. BBC-ის ცნობით, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 43 მგზავრი იმყოფებოდა, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბუკობასთან, ტბა ვიქტორიაში ჩავარდა.
რეგიონული კომისრის, ალბერტ ჩალამილას განცხადებით, ამ დროისთვის 20-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
”მოვახერხეთ 26 ადამიანის გადარჩენა, რომლებიც გადაიყვანეს ჩვენს რეფერალურ საავადმყოფოში,” - თქვა ჩალამილამ.
ადგილზე მაშველები და ადგილობრივი მეთევზეები იმყოფებიან და სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ.
ავიაკატასტროფის მიზეზად ქარიშხალი და ძლიერი წვიმა სახელდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press