რუსეთის ფედერაცია „ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას ცდილობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა.
პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა გამოწვევებს ეფექტურად უმკლავდება და პრობლემის მოსაგვარებლად, პარტნიორებთან ერთად მუშაობას აგრძელებს.
"მოდი, ვიყოთ გულწრფელები: რუსეთის ფედერაცია ცდილობს „ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას, მაგრამ კიევი და უკრაინა ფეხზე იდგება. მარტივი დაცვის გეგმა: საჰაერო თავდაცვა, ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვა, მოხმარების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო ეფექტურად უმკლავდება ამ გამოწვევებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ პრობლემის მოგვარებაზე", - აცხადებს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, რომ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო დედაქალაქში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრულ შეწყვეტას არ გამორიცხავს.
როგორც The New York Times წერს, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ მოსახლეობის სრული ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო.
ევაკუაციის შემთხვევაში, უკრაინის დედაქალაქის დატოვება 3 მლნ მცხოვრებს მოუწევს.
ენერგიის დაზოგვის მიზნით კიევში 6 ნოემბრიდან საათობრივი გათიშვაა დაწესებული.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press