დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს არ გააჩნია უპირატესობა უკრაინის საჰაერო სივრცეში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას უახლოეს თვეებში მოიპოვებს.
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რუსეთის მიერ საბრძოლო თვითმფრინავების დანაკარგები ახლის წარმოების შესაძლებლობებს ბევრად აღემატება.
დაზვერვა ასევე ამბობს, რომ აგრესორი ქვეყნის შესაძლებლობა, განაახლოს საბრძოლო ავიაცია, კომპეტენტური პილოტების მომზადებისთვის საჭირო დროს ამცირებს.
"რუსეთის მუდმივი საჰაერო უპირატესობის ნაკლებობა, სავარაუდოდ, ცუდ წვრთნებსა და გამოცდილი საჰაერო ეკიპაჟების დაკარგვას უკავშირდება", - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.
ცნობისთვის, 3 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში იმაზე ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომში, 10 წლის განმავლობაში.
ზალუჟნის თქმით, უკრაინამ 278 რუსული თვითმფრინავი გაანადგურა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დანაკარგი ავღანეთში 119 თვითმფრინავი იყო.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press