არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
IDFI-ის ინფორმაციით, კვლევის, სახელწოდებით "რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულება საქართველოში" შედეგად გამოიკვეთა შემდეგი:
"რუსეთისათვის სანქციების დაწესებაზე საქართველოს ხელისუფლებამ საწყის ეტაპზევე უარი განაცხადა, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მომდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეებით იქნა ახსნილი.
აღნიშნულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, ქვეყანას გაუჩინა მნიშვნელოვანი რეპუტაციული ვალდებულება, საქართველო არ ქცეულიყო რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების შესაძლებლობად. შესაბამისად, ამ მოცემულობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული მოქმედებით და პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობით, უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის თუ საფინანსო სექტორის სანქციებისგან თავის არიდების ნებისმიერი მცდელობის აღკვეთა...
ამასთან, ცალკეული შემთხვევებით, რომელიც დაკავშირებულია დრონების და სხვა მსგავსი პროდუქციის რუსეთში გადატანის მცდელობასთან, დასტურდება საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით ასეთი ტვირთების გადაზიდვის ინტერესი, რაც ზრდის შესაბამის რისკებს. კერძოდ, მსგავსი პროდუქციის საქართველოს გავლით რუსეთში მოხვედრა მიაყენებს საქართველოს მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს. აქედან გამომდინარე, IDFI მიიჩნევს, რომ შესაბამისმა უწყებებმა, როგორც მინიმუმ, უნდა უზრუნველყონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულების შესახებ დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა", - ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press