რუსი სამხედროები და ФСБ-ს ოფიცრები აკეთებენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ - ძარცვავენ სახლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, მათი ძარცვა, ვის "დასაცავადაც" ისინი მოვიდნენ - საუკეთესო "რუსული სამყაროს" ილუსტრაციაა“.
„სანამ ხერსონის მცხოვრებლებს იძულებით ასახლებენ თავიანთი სახლებიდან, საუბრობენ "ევაკუაციაზე", რუსი სამხედროები და ФСБ-ს ოფიცრები აკეთებენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ - ძარცვავენ სახლებს. მათი ძარცვა, ვის "დასაცავადაც" მოვიდნენ - საუკეთესო "რუსული სამყაროს" ილუსტრაციაა“, - წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".
რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press