სერიოზულად? "რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები" ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ახშობს ყველას ყველაზე სასტიკი გზით? - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩის შეხვედრას.
როგორც ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, საქართველო მცდარი გზის არჩევით პოლიტიკური იზოლაციის წინაშე დგას.
"სერიოზულად? "რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები" ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ახშობს ყველას ყველაზე სასტიკი გზით?
ეს ახალი თანამშრომლობა გვიჩვენებს, რომ საქართველომ, სამწუხაროდ, აირჩია მცდარი გზა და უკვე პოლიტიკური იზოლაციის წინაშე დგას", - აცხადებს კრამონი.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გაცნობითი შეხვედრა 4 ნოემბერს გამართა.
თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე საუბარი რეგიონის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს შეეხო.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press