ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა გავუგზავნეთ წერილი საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ის დასავლური აზროვნების ადამიანი გვგონია და მან კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება ერთ დადებით სიგნალს მაინც გააგზავნიდა საქართველოდან EU-ში.
"ისეთი აღქმა არსებობს, რომ საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და საჯარო პირების დაპატიმრება ხორციელდება. ეს კი მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის იღწვის, ამიტომ ჩვენ, ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა გავუგზავნეთ წერილი საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ის დასავლური აზროვნების ადამიანი გვგონია და მან კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. ჩვენ ვთხოვთ მას, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია, რაც ერთ დადებით სიგნალს მაინც გააგზავნიდა საქართველოდან ევროკავშირში". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press