"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 89% ქვეყნისთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს აღიქვამს.
კითზვაზე თუ რომელი ქვეყანა უქმნის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
რუსეთი - 89% თურქეთი - 11% აშშ - 6% სომხეთი - 4% აზერბაიჯანი - 3% ირანი - 3% ჩინეთი - 2% ევროკავშირის - 1% უკრაინა - 1% დიდი ბრიტანეთი - 1%-ზე ნაკლები არცერთი - 1% არ უპასუხია/არ იცის - 4%.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press