ტოქსიკური სიცრუე, რომელიც შექმნილია ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის დასაზიანებლად, - ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი მოძრაობა "ხალხის ძალის" განცხადებას.
კელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ "ხალხის ძალის" განცხადებები მიზნად აშშ-ს ელჩის დისკრედიტაციასაც ისახავს.
"ტოქსიკური სიცრუე, რომელიც შექმნილია ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის დასაზიანებლად და აშშ-ს ელჩის დისკრედიტაციისთვის. დადგება ვინმე მთავრობიდან თავისი სტრატეგიული პარტნიორის მხარდასაჭერად და უარყოფს ამ სიცრუეს?" - წერს იან კელი.
ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ გუშინ, 7 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომლითაც აშშ-ს საელჩო ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებასა და არჩევნების ხელოვნური დელეგიტიმაციის მისაღწევად, "მედიის ფეიკ-კამპანიის" დაფინანსებაშიც დაადანაშაულა.
"ოცნებიდან" ცოტა ხნის წინ წასულებმა, გუშინ განაცხადეს, რომ "ქართულ ოცნებას" არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას".
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press