ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი, საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული რეზოლუციის გათვალისწინებით, ხელშეკრულებაში კორექტივების შეტანაზე იმსჯელებს.
ცვლილებები შეეხება მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევასა და საქართველოსთან ასოცირების შესახებ შესრულების შეთანხმებას.
კერძოდ, შეტანილ შესწორებებში ნახსენებია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქვეყანაში არსებულ ოლიგარქიულ გავლენებსაც.
ასევე, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის“.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press