რუსეთის სამთავრობო მედიის მტკიცებით, ოკუპირებულ ხერსონში დააკავეს 9 პირი, რომლებიც ადგილობრივი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.
როგორც "რია ნოვოსტი" წერს, დაკავებულები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან.
"ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე გამოაშკარავებული და აღკვეთილი იქნა СБУ-ს დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის საქმიანობა. მათი ამოცანები მოიცავდა ტერორისტული აქტების განხორციელებას ხერსონის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ", - აცხადებენ რუსეთის ФСБ-ში.
ФСБ-ს მტკიცებით, დაკავებულებს, სავარაუდოდ, СБУ-ს ოფიცრები - სამირ შკუროვი, ვიქტორ ხომიაკი და დიმიტრი სიდეი კურატორობდნენ.
„ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, ამოღებულია 5 კგ-ზე მეტი პლასტმასა, ელექტრო დეტონატორები, 3 ყუმბარა, მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე სპეციალური სადაზვერვო ტექნიკა", - ამბობენ ФСБ-ში.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა ასევე აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს ბომბის მანქანა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press