ნებისმიერი რამ, რაც დაასუსტებს მედიათავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიის საფუძველსა და საძირკველს,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მედია თავისუფლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის.
"ამერიკის შეერთებული შტატები არ ერთვება ხოლმე ევროპარლამენტის განხილვებში, შესაბამისად არ მაქვს კომენტარი. რაც შეეხება მედიათავისუფლებას, მიგვაჩნია, რომ მედიათავისუფლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამიტომაც ვუჭერთ მხარს საქართველოში ბოლო 30 წლის მანძილზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის - ამას ამბობს, როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს კონსტიტუცია და ნებისმიერი რამ, რაც დაასუსტებს მედია თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიის საფუძველსა და საძირკველს",- განაცხადა დეგნანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით, სალომე ზურაბიშვილს 12-მა ევროპარლამენტარმა მიმართა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დარჩა.
მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press