Foto

ზელენსკი - ჩვენ არ დავთმობთ თავისუფლებას

 ჩვენ არ დავთმობთ თავისუფლებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, უკრაინის ამოცანას რუსეთის გეგმების ჩაშლა წარმოადგენს.

"რაც არ უნდა გააკეთოს მტერმა, ჩვენი ამოცანაა ჩავშალოთ მისი გეგმები და დავიცვათ უკრაინა. მოდუნების უფლება არ გვაქვს. ჩვენ უნდა წავიდეთ უკრაინის გამარჯვების გზაზე. ეს რთული გზაა, მაგრამ გავუძლებთ და ჩვენ არ დავთმობთ თავისუფლებას", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ უკრაინაში 77 170-მდე ჯარისკაცი დაკარგა.