იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაშიმ „ოცნებამ" ევროპარლამენტარებს უნდა მოუსმინოს. - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, სულ მალე ბიძინა ივანიშვილიც შეიძლება დასანქცირდეს.
"რა თქმა უნდა, არიან ადამიანები ევროპარლამენტში, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ რაც შეეხება სანქციებს, ის უნდა იყოს შეთანხმებული 27 წევრის მიერ და ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს ამ კონსენსუსის ნიშნები. ჯერჯერობით მთავარი სამიზნე არიან რუსი ოლიგაქრები და ყველა ვინც რუსეთის მხარეს იბრძვის ეკონომიკურად ან პირდაპირ. ეს ხსნის გზას სანქციებისთვის მომავალში პოტენციურად, მაგრამ ჯერჯერობით არ არის რეალური ნიშნები, რომ ეს მოხდება. სოციალისტების ჯგუფში ბევრია, რომლებიც აღელვებულები არიან იმით, რაც ხდება ქვეყნის შიდა პოლიტიკაში რუსეთთან დაკავშირებით. დოკუმენტში ყველა შესწორება უმრავლესობის თანხმობით არის შეტანილი. მწვანეთა ჯგუფი, ლიბერალური ჯგუფი - ისინი უფრო ბევრნი არიან ევროპარლამენტში ვიდრე სოციალისტები. მათ შეუძლიათ დამატებითი გავლენა მოახდინონ. ევროპარლამენტის ეს გზავნილები დიახ არის, გაფრთხილება, მაგრამ ეს არ არის ბიბლია, მისი შესრულება და აღსრულება სავალდებულო არ არის. ამას უფრო სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ყველა ელოდება იმ ანგარიშს, რომელსაც გამოსცემს ევროკომისია წლის ბოლოს. უკვე იმ ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების აღსრულება იქნება სავალდებულო. თქვენ უნდა უსმინოთ ევროპარლამენტს, მაგრამ უნდა შეასრულოთ ევროკომისიის მითითებები. ანგარიში შეიძლება იყოს ძალიან კონკრეტული, მაგრამ ეს არ უეკტავს საქართველოს გზას. თუ ევროკომისიის ანგარიში ახლა გამოქვეყნდება, ეს იქნება ძალიან უხეში“. - ნათქვამია განცხადებაში.
შგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press