რუსეთი ირანიდან ბალისტიკური რაკეტების მიღებას ელოდება. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს საკუთარი წარმოების რაკეტები ცოტა დარჩა.
"რუსეთი ირანიდან ბალისტიკური რაკეტების მიღებას ელოდება, ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს „ფატეჰ 110“-ს და „ზოლფაღარს“ შეუძლიათ, რუსეთის ძალებს უპირატესობა მიანიჭონ, მაგრამ არა დიდი, რუსეთს საკუთარი წარმოების რაკეტები ცოტა დარჩა, დაახლოებით 140 „ისკანდერი“ და რამდენიმე ათეული „კალიბრი“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press