Foto

ჩრდილოეთ კორეამ რუსი სამხედროებისთვის ზამთრის ფორმების კერვა დაიწყო

ჩრდილოეთ კორეამ რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ზამთრის ფორმების კერვა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში სამხედრო ფორმის, საცვლებისა და ფეხსაცმლის შესაკერად, სულ მცირე სამი ქარხანა მუშაობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რამდენიმე ქარხანა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილშიც ფუნქციონირებს.

დამზადებული უნიფორმები, რომელთა შესაკერადაც საჭირო ნედლეულს მოსკოვი ფხენიანს თვითონ აწვდის, რუსეთში, სარკინიგზო გზით, ისთმუსის გავლით მიეწოდება.

აღსანიშნავია, რომ გაერო-ს 2017 წლის სექტემბრის 2375-ე რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეის ტექსტილის ინდუსტრიის პროდუქციის ექსპორტს კრძალავს.