აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს, რომლის საბოლოო შედეგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
არჩევნებში მონაწილეობა 46 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო და სწორედ ისინი გადაწყვეტენ, შეძლებს თუ არა „რესპუბლიკელები“ კონგრესზე კონტროლის მოპოვებას, რაც ხელს შეუშლის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმების განხორციელებას.
ოფიციალური პირების შეფასებით, ბიულეტენების საბოლოო რაოდენობამ, შესაძლოა, 2018 წლის შუალედურ არჩევნებში დაფიქსირებულ რეკორდს გადააჭარბოს.
რამდენიმე მედიასაშუალება წინასწარი შედეგებზე დაყრდნობით პროგნოზირებს, რომ „რესპუბლიკელები“ მიიღებენ იმ ხუთ ადგილს, რომელიც საჭიროა წარმომადგენელთა პალატის გასაკონტროლებლად.
ბოლო მონაცემებით კი, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 171 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 139 ადგილი მოიპოვეს. 435-ადგილიან პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.
რაც შეეხება სენატს, „რესპუბლიკელებს“ ჯერჯერობით 45 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ კი - 47.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press