"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდა პარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდა პარტიული არჩევნები ყველა დონეზე.
“დღეს მე აქ ვარ "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულ ლიდერებთან და ჩვენ გვინდა გავაჟღეროთ მოთხოვნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელების მიმართ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდა პარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდა პარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ჩვენ ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები. აირჩეს ახლიდან პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები, იმიტომ რომ ვფიქრობთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი მისი გულმხურვალე, მისი მებრძოლი, ერთგული და პატრიოტი ამომრჩევლების ლეგიტიმაცია,რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით, ახალი ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press