დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა.
შამბამ სოხუმში, "მრგვალი მაგიდის" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია, რუსეთის ფედერაციისადმი ლოიალობის დემონსტრირება და აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გაძლიერება.
„რეგიონში სიტუაციის გამწვავების საშიშროება არსებობს, რადგან დასავლეთი საქართველოს უბიძგებს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ. დღეს ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ალიანსი რუსეთთან, რომელიც იცავს ჩვენს ინტერესებს. აუცილებელია, რუსეთის ფედერაციისადმი ლოიალობის დემონსტრირება და აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გაძლიერებ", - განაცხადა შამბამ.
ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთიდან "მოხალისეები" უკრაინაში "ნაციონალისტებს" ებრძვიან.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press