როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რამე საერთო გქონოდა?! რამე შეხებაში ყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან?! ამიტომაც ღირსი ხარ, რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან, - ასე მიმართავს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას.
როგორც ზარქუა წერს, ნიკა მელია არის იმის ღირსი, რომ ლევან ხაბეიშვილმა გადააყენოს ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობიდან.
,,ნიკანორ მელია - ონჯღორე სი!!! ხაბე და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები!!! ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს! 2012 წლის მერე, იმ კასრების ფაილების ნახვის შემდეგ, სადაც უამრავ დანაშაულებთან და სისაძაგლესთან ერთად, მსოფლიომ ნახა როგორ ედგათ ნარები მწვალებელთა პარტიას და იქ ადამიანებს რას უშვებოდნენ და ამ საშინელებების ჩასადენად სამეგრელო ქონდათ შერჩეული! სამეგრელო, რომელიც თავისი კულტურით, ტრადიციით, ისტორიით, ბრძენი ხალხით, სტუმარ-მასპინძლობით და ვაჟკაცობით გამორჩეული კუთხე! ამ კადრების და ამ ფაქტის ნახვის მერე, როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რამე საერთო გქონოდა?! რამე შეხებაში ყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან?! ამიტომაც ღირსი ხარ, რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან! უპრინციპოების და უთავმოყვარეობის თავშესაფარი არ არის პოლიტიკა!!!’’ - წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press