„ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ლიდერობას ეცილებიან. - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით,პარტიაში ფინანსური რესურსების საკითხთან დაკავშირებითაც არის დაპირისპირება.
„არც ერთი ჯგუფი, რომელიც ერთმანეთთან არის დაპირისპირებული, არ ემიჯნება არანაირ ქმედებას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებდა, რის გამოც მათი ლიდერები აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე. სასამართლოში უფრო ნაკლები ფაქტია განხილული, ვიდრე დანაშაულია ჩადენილი. ამ თემას არავინ ემიჯნება, პირიქით იჩემებენ კიდეც, რომ ისინი მაშინ იყვნენ ლიდერები. გვახსოვს მათი განცხადებები არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი წევრებისაგან, არამედ ზურაბ ჯაფარიძისგანაც, რომ მათ მოსანანიებელიც არაფერი აქვთ, ეს აერთიანებს ყველას. არის გარკვეული შეუთავსებლობა ერთმანეთთან, ერთმანეთს ლიდერობას ეცილებიან და რასაკვირველია, ფინანსური რესურსების წყაროს თემაც გასარკვევია, ვინაიდან მთავარი დამფინანსებელი, როგორც თავად კეზერაშვილი აცხადებს, კონკრეტულ პიროვნებებს უჭერს მხარს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ,რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press