უკრაინას €18 მილიარდი ოდენობის დახმარების პაკეტს ვთავაზობთ. - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.
მისივე თქმით,თანხები უკრაინის აღდგენასა და ინსტიტუციების გაძლიერებას მოხმარდება.
"ევროკავშირი აგრძელებს უკრაინისადმი სოლიდარობას. ჩვენ ვთავაზობთ 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს 2023 წლისთვის. დაფინანსება მოხდება რეგულარული ტრანშებით, რათა დავეხმაროთ მოკლევადიან პერსპექტივაში აღდგენას და ინსტიტუტების გაძლიერებას. ვამზადებთ ნიადაგს ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინის აღდგენისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press