რუსეთის არმია არ ტოვებს ხერსონს, ის ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა გააძევა. - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეტაკებები მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება.
„რუსეთის არმია არ ტოვებს ხერსონს, ის ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა გააძევა. ნოკაუტში ჩააგდეს მძიმე ბრძოლით, დანაკარგებით, მტრის თავდაცვის მეთოდური გამოფიტვით, მძიმე და სისხლიანი სამხედრო შრომით. ძვირფასო ხერსონელებო, აქ ვართ, დავბრუნდით. ასე რომ, თქვენც ბრუნდებით. კეთილი იყოს, თქვენი სახლში დაბრუნება“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press