რუსმა ოკუპანტებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში 11 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმის ქვეშ 30-ზე მეტი დასახლება მოექცა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა განახორციელა 11 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა, განხორციელდა 35-ზე მეტი დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დაზარალდა დონეცკის, ლუგანსკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, სუმის და ხერსონის რეგიონების 30-ზე მეტი დასახლება", - ნათქვამია ანგარიშში.
იმავდროულად, ვითარება ვოლინისა და პოლესის მიმართულებით უცვლელი რჩება. გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ბელარუსი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ აგრძელებს.
"მიმდინარეობს რუსულ-ბელარუსული ჯარების ერთობლივი ჯგუფის ფორმირება. ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან და საჰაერო სივრციდან მტრის დარტყმის საფრთხე ისევ რჩება", - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press