ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება პოზიტიური ნაბიჯია,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი კვლავაც იქნება შუამავალი მეომარ მხარეებს შორის და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების პროცესი წარმატებული იქნება.
„რუსეთის გადაწყვეტილება ხერსონთან დაკავშირებით არის პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. არ ვიცი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას G20-ში რუსეთი, თუ იქნება მონაწილეობა, ჩვენ გვექნება იქ შეხვედრის შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ჩავარატებთ სატელეფონო საუბარს რუსეთის ფედერაციასთან. იმედი გვაქვს, შუამავლობაში წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობამ გამოაცხადა, რომ ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ჯარები გაიყვანა.
იმავდროულად, უკრაინაში რუსეთის განცხადებებს სკეპტიკურად უყურებენ და მოუწოდებენ არ დაუჯერონ მტერს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press