Foto

პოდოლიაკი - რუსეთს სურს, ხერსონი „სიკვდილის ქალაქად“ აქციოს

ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდნენ, გაძარცვეს, ზეიმობდნენ, დახოცეს „მოწმეები“, დატოვეს ნანგრევები, წავიდნენ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი "სიკვდილის ქალაქად" აქციოს.

"რუსეთის ფედერაციას სურს, ხერსონი "სიკვდილის ქალაქად" აქციოს. რუსი სამხედროები ნაღმავენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ: ბინებს, კანალიზაციას. მარცხენა სანაპიროზე მდებარე არტილერია ქალაქის ნანგრევებად გადაქცევას გეგმავს. ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდნენ, გაძარცვეს, ზეიმობდნენ, დახოცეს „მოწმეები“, დატოვეს ნანგრევები, წავიდნენ",- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობამ გამოაცხადა, რომ ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ჯარები გაიყვანა. 

იმავდროულად, უკრაინაში რუსეთის განცხადებებს სკეპტიკურად უყურებენ და მოუწოდებენ არ დაუჯერონ მტერს.