Foto

ზელენსკი - რუსეთმა ომში პერსონალისა და არტილერიის უზარმაზარი დანაკარგი განიცადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში პერსონალისა და არტილერიის უზარმაზარი დანაკარგი განიცადა. როგორც CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, მისი შეფასებით, "რუსეთმა 10-ჯერ მეტი ზარალი განიცადა, ვიდრე უკრაინამ".

სახელმწიფოს მეთაურმა ინტერვიუს დროს თქვა, რომ ზუსტ ციფრებს ვერ ასახელებს, მაგრამ ორი ქვეყნის დანაკარგებს შორის „ძალიან დიდი განსხვავებაა“.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსული ჯარების შეტევების "გატეხვაში" პარტნიორების მიერ მიწოდებული არტილერია დაეხმარა.

"როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვთხოვთ არტილერიას ან ჯავშანტექნიკას, ეს არ არის მხოლოდ იარაღი, ეს არის პირველ რიგში, ჩვენი სამხედროების დაცვის საშუალება. ჩვენ შევაჩერეთ ისინი, მოვახდინეთ ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დეოკუპაცია. ამაში ნამდვილად დაგვეხმარა არტილერია და ახალი ტექნოლოგიები", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.