ევროპარლამენტარებმა დავამტკიცეთ შეთანხმება ევროკავშირს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ტვირთების გადაზიდვის გამარტივების შესახებ. - ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული შეტყობინების საფუძველზე ავრცელებს.
მათივე თქმით, ეს გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად შეფერხებული სატვირთო ტრანსპორტის კავშირის აღდგენას.
"მას შემდეგ, რაც უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია სამოქალაქო მოძრაობისთვის და საზღვაო ექსპორტი მკაცრად შეზღუდულია, უკრაინას უწევს მოძებნა ალტერნატიული საგზაო სატრანსპორტო მარშრუტების მარცვლეულის, საწვავის, სურსათისა და სხვა საქონლის მარაგების ექსპორტისთვის. მოლდოვასაც სჭირდება ალტერნატიული ტრანზიტი". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხერსონში რუსული ჯარების მნიშვნელოვანი ჯგუფია და უბრძოლველად უკან დახევის ნიშნები არ არის . ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს, რადგან მტერი უბრძოლველად არ აპირებს პოზიციების დათმობას.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press