Foto

Reuters - ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის 18 მილიარდ ფუნტზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინა

ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის 18 მილიარდ ფუნტზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინა. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათივე თქმით, რუსეთი გახდა ბრიტანეთის მიერ ყველაზე მეტად სანქცირებული ქვეყანა.

"ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, რუსეთის 18 მილიარდ ფუნტზე მეტი (20.5 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების აქტივები გაყინა. აქტივების მფლობელები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შედეგად სანქცირებული რუსი ოლიგარქები, სხვა პირები და ბიზნესები არიან". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.