„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა, პარტიაში არის რღვევა, რაც მოსალოდნელიც იყო. - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, ითვლება, რომ ქვეყნისთვის სისუსტეა, როცა სუსტი ოპოზიცია ჰყავს.
„რასაკვირველია, მე კარგად ვერ ვერკვევი იმ სიღრმეებში, რაც შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობდეს და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ზედაპირზეა. ზედაპირზე კი არის აბსოლუტური მორღვეულობა, ჩამოშლილობა, დაპირისპირება და რღვევა, რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ამდენი ხანი ლიდერი ვერ გამოიკვეთა. რეალურად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა და შეჭამა. დღეს ისინი ამის შედეგებს იმკიან, ვინაიდან მათი ცხრაწლიანი მმართველობის არავითარი შიდაანალიზი, გადააზრება არ მომხდარა. სწორედ ამის შედეგებია დღეს სახეზე. რა თქმა უნდა, ეს მათი საქმეა, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ყოველთვის ითვლება, რომ ქვეყნისთვის სისუსტეა, როცა სუსტი ოპოზიცია ჰყავს“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ,რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press