Foto

რუსეთმა მიკოლაევი დაბომბა - დაღუპულია 2 ადამიანი

რუსეთის ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი ავრცელებს.

მისი თქმით, რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგაცად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.  

"ჩვენი შეიარაღებული ძალების საპასუხოდ, სარაკეტო იერიში განხორციელდა საცხოვრებელ ხუთსართულიან კორპუსზე, არის 2 დაღუპული და 2 დაჭრილი",- წერს კიმმი.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა გვიან ღამით სარაკეტო იერიში ვინიცაზეც მიიტანეს. ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხდა.