Foto

ევროპარლამენტარებმა რეალობა უნდა დაინახონ და გაათვითცნობიერონ - ქადაგიშვილი ALDE-ს მოწოდებაზე

ევროპარლამენტარებმა რეალობა უნდა დაინახონ და რეალობა უნდა გაათვითცნობიერონ, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გათავისუფლების შესახებ ALDE-ს მოწოდებას.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ვიღაცები, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, რეალობას ვერ ხედავენ.

"ევროპარლამენტარებმა რეალობა უნდა დაინახონ და რეალობა უნდა გაათვითცნობიერონ. რა თქმა უნდა, ვიღაცები ვერ ხედავენ თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. უნდა თქვან ამ ევროპარლამენტარებმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რეალობაა თუ არა, საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება რეალობაა თუ არა, და მაგის მერე ილაპარაკონ ვიღაცის შეწყალებაზე", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, ALDE-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ "საქართველოსთვის ევროპულ გზაზე პირველი ნაბიჯი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა".