ევროპარლამენტარებმა რეალობა უნდა დაინახონ და რეალობა უნდა გაათვითცნობიერონ, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გათავისუფლების შესახებ ALDE-ს მოწოდებას.
როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ვიღაცები, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, რეალობას ვერ ხედავენ.
"ევროპარლამენტარებმა რეალობა უნდა დაინახონ და რეალობა უნდა გაათვითცნობიერონ. რა თქმა უნდა, ვიღაცები ვერ ხედავენ თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. უნდა თქვან ამ ევროპარლამენტარებმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რეალობაა თუ არა, საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება რეალობაა თუ არა, და მაგის მერე ილაპარაკონ ვიღაცის შეწყალებაზე", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, ALDE-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ "საქართველოსთვის ევროპულ გზაზე პირველი ნაბიჯი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა".
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press