ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებდა, ჩამონგრეულია. ნგრევა, სავარაუდოდ, აფეთქებამ გამოიწვია.
როგორც unian წერს, აღნიშნულ ცნობებს და შესაბამის კადრებს რუსი პროპაგანდისტები ავრცელებენ.
Komsomolskaya Pravda-ს ჟურნალისტი, ალექსანდრ კოცი გადაღებულ ვიდეოში აცხადებს, რომ ხიდი რუსებმა ააფეთქეს.
მისი თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკანდახევის დროს, მდინარის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადასვლისას მოხდა.
გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ანტონოვსკის ხიდის რამდენიმე ბილიკი და სვეტებს შორის მონაკვეთი ჩამონგრეულია.
როგორც unian წერს, ანტონოვსკის ხიდი იყო მთავარი მარშრუტი ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროზე მტრის ჯარების დაჯგუფებისთვის ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადასატანად.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press