მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქის მერი, ალექსანდრე სენკევიჩი ადასტურებს.
"სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ სამი ცხედარი ამოიყვანეს - მამაკაცი და ორი ქალი. დარტყმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა", - განაცხადა სენკევიჩმა.
რუსი ოკუპანტების მიერ მიკოლაევზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ქალაქის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა გაავრცელა.
კიმის თქმით, ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა გვიან ღამით სარაკეტო იერიში ვინიცაზეც მიიტანეს. ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press